
გველებით სავსე კუნძული; ადგილი, სადაც კედლებიდან თავის ქალები ცვივა; იდუმალებით მოცული შემზარავი სასაფლაო – ასეთი ადგილები თვით ყველაზე ძლიერი ნერვების პატრონსაც კი შეძრავს და შიშით აუტოკებს გულს. მოდით, ვირტუალურად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და თვალი გადავავლოთ პლანეტის ყველაზე შემზარავ და საშიშ ადგილებს.


ძველი, გადავსებული სასაფლაოები თავისთავად შემზარავია, მაგრამ ეს სასაფლაო მართლაც გამორჩეულია მათ შორის. აქ ადამიანებს ასაფლავებდნენ ოთხი ასეული წლის განმავლობაში (1439-1787 წლები). საკმაოდ მცირე ფართობზე 100 ათასამდე ადამიანია დასაფლავებული, ხოლო 40 ათასამდე მიცვალებული მათ საფლავებზეა ზემოდან დაკრძალული. ძველი საფლავებს მესაფლავეები მიწას აყრიდნენ და მათზე ახალ-ახალ მიცვალებულებს ასაფლავებდნენ. სასაფლაოზე არის ადგილები, სადაც მიწის პატარა მონაკვეთზე 12 იარუსადაა მკვდრები დასაფლავებული. დროთა განმავლობაში ჩაწოლილი მიწა აჩენდა ძველი საფლავების ქვებს, ერთმანეთზე მიწყობილს, რაც ძალიან შემზარავ შესახედაობას აძლევდა აქაურობას.
დაკიდებული კუბოები საგადაში (ფილიპინები)


იგოროტის ტომის ხალხები საუკუნეების განმავლობაში თავიანთ მიცვალებულებს მარხავდნენ კუბოებში, რომლებსაც კლდეებზე ჰკიდებდნენ. ეს ხალხი თვლიდა, რომ ასეთ მდგომარეობაში მიცვალებულის სული უფრო ახლოს იყო ღმერთთან და თავის ოჯახსაც კარგად ადევნებდა სიმაღლიდან თვალს. მაგრამ რეალობასთან უფრო ახლოა ის ფაქტი, რომ ამ წესის გამოყენებით იგოროტები აკეთებდნენ მიწის ეკონომიას, რომელიც ისედაც მცირე რაოდენობით ჰქონდათ და ამჯობინებდნენ მასზე მოსავალი მოეყვანათ, ხოლო სასაფლაოდ მწირი კლდეები გამოეყენებინათ.
პრიპიატი, უკრაინა


თუ რა მოჰყვა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას 1987 წელს, ეს ყველა თქვენგანისათვის კარგადაა ცნობილი, ამიტომ აქ კომენტარები ზედმეტია.
“თოჯინების კუნძული”, მექსიკა


მიუხედავად ერთი შეხედვით უწყინარი, სახალისო სახელწოდებისა, ხედი, რომელიც კუნძულზე იშლება, სუსტი ნერვების პატრონებისათვის ნამდვილად არაა.
ამ ეგზოტიკურ კუნძულზე ფეხის დადგმისთანავე თქვენ ნახავთ უამრავ დამახინჯებულ თოჯინას, რომლებიც თითქმის ყველა ხეზე ჰკიდია. ამაში ბრალი მხოლოდ ერთ ადამიანს მიუძღვის-დონ ჯულიან სანტანას-განდეგილს, რომელმაც მიატოვა ოჯახი მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თოჯინებით აევსო ეს კუნძული. დონ ჯულიანი თოჯინებით კუნძულის დასახლებას მთელი 50 წლის მანძილზე აგრძელებდა. ამბობდნენ, რომ ამ უცნაური საქმიანობისაკენ ჯულიანს უბიძგა ტრაგედიამ – მის თვალწინ პატარა გოგონა არხში დაიხრჩო, ჯულიანმა ვერ შეძლო მისი შველა და გოგონას სულის დასამშვიდებლად სანტანამ შექმნა ის, რასაც დღეს “თოჯინების კუნძული” ჰქვია. ეს არის საოცრად შემზარავი და ჟრუანტელისმომგვრელი ადგილი, სადაც დამახინჯებული თოჯინები თითოეულ თქვენს მოძრაობას თვალს ადევნებენ და გამოციებული, უსიცოცხლო თვალებით იყურებიან.
კუნძული ხაშიმა, იაპონია


ნგრევის ხარისხის მიხედვით ხაშიმა სულაც არ ჩამოუვარდება ჩერნობილს. ეს არის მეშახტეების ძველი დასახლება, დაარსებული 1887 წელს. როდესაც აქ ქვანახშირის მარაგი ამოიწურა, ქალაქი დახურულად გამოაცხადეს და ხალხი სხვა ადგილებში გადაასახლეს, რის შემდეგაც აქაურობა ქალაქ-მოჩვენებას დაემსგავსა. ეს მოხდა 1974 წელს.
ადამიანის ძვლებით აშენებული სამლოცველო, პორტუგალია


No comments:
Post a Comment